ნიკოლოზ ბასილაშვილი ოლიმპიადის 1/16-ფინალშია

24 ივლისი 2021

ტოკიოს ოლიმპიადის სადებიუტო შეხვედრაში, ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ესპანელ კარბალეს-ბაენას დაუპირისპირდა და ორ სეტში, 6:3; 6:2 დაამარცხა.

ნიკოლოზი მთელი მატჩის განმავლობაში მობილიზებული იყო და შეხვედრის მიმდინარეობისას, საკუთარი ჩაწოდება მხოლოდ ერთხელ დათმო, მეტოქი დაბრეიკება კი ჯამში ხუთჯერ მოახერხა.

ამ გამარჯვებით ნიკოლოზ ბასილაშვილი ტოკიოს ოლიმპიადის მეთექვსმეტედფინალში გავიდა. ქართველი ჩოგბურთელის მომდევნო მეტოქე იაპონელ ტარო დანიელსა და იტალიელ ლორენცო სონეგოს შორის გამარჯვებული იქნება.

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები