ოლიმპიადაზე ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქე ცნობილია

22 ივლისი 2021

მსოფლიოს 42-ე ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ოლიმპიადაზე ასპარეზობას რობერტო კარბალეს ბაენასთან (ესპანეთი, 90) დაპირისპირებით იწყებს. ნიკოლოზი ესპანელს აქამდე ორჯერ - 2015 და 2018 წელს შეხვდა და ორივეჯერ იმარჯვა.

მოგების შემთხვევაში, ქართველი ჩოგბურთელის მომდევნო მეტოქე ტარო დანიელსა (110) და ლორენცო სონეგოს (26) წყვილში გამარჯვებული იქნება.

ბასილაშვილი პირველ მატჩს შაბათს, 24 ივლისს გამართავს - შეხვედრა თბილისის დროით 06:00 საათზეა ჩანიშნული.

მამაკაცთა შორის ოლიმპიადის მოქმედი ჩემპიონი ენდი მარია, რომელმაც ფინალში ხუან მარტინ დელ პოტრო დაამარცხა.

ავტორი: თაზო ერისთავი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები