ესპანეთის ნაკრები ერთდროულად ორი დიდი სპორტული ფორუმის ფინალის მონაწილე იყო. ხელბურთელთა გამარჯვების შემდეგ, ჯერი წყალბურთელებზე იყო, თუმცა უნგრეთის ნაკრებმა, რომელიც საშიანო კედლებში ასპარეზობდა, ტიტული შინ დაიტოვა.
შეხვედრის ძირითადი დრო 9:9 დასრულდა, ხოლო პენალტები აღმოსავლეთ ევროპელების სასარგებლოდ 5:4 დამთავრდა.
უნგრელებისთვის ეს მე–13 ტიტული იყო ევროპის ჩემპიონატებზე. ამას გარდა, უნგრეთის წყალბურთელთა ნაკრები, სამგზის მსოფლიო და ცხრაგზის ოლიპიური ჩემპიონია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე მეათე პოზიცია დაიკავა.