ნიკოლოზ ბასილაშვილი ლასლო ჯერესთან დამარცხდა

16 ივლისი 2021

ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირს გამოეთიშა. ის მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში სერბ ლასლო ჯერესთან ორ სეტში, (6:2; 6:2;) დამარცხდა.

ქართველმა სპორტსმენმა ორივე სეტში ორ-ორჯერ დათმო საკუთარი ჩაწოდება, მეტოქის ჩაწოდების მოგერიება კი ვერ შეძლო. საბოლოოდ, ქართველი ჩოგბურთელი იდენტური სხვაობით, 6:2. 6:2 დამარცხდა.

ლასლო ჯერე ნახერფინალურ სტადიაზე სტეფანოს ციციპასსა და ფილიპ კრაინოვიჩს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰამბურგის ტურნირის მოგება კარიერაში ორჯერ, 2018 და 2019 წლებში მოახერხა.

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები