როჯერ ფედერერი ოლიმპიადიდან ჩაეხსნა

13 ივლისი 2021

დიდი სლემის 20-გზის გამარჯვებული, როჯერ ფედერი ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადაზე არ ითამაშებს. ამის შესახებ შვეიცარიელმა ტვიტერის პირად გვერდზე დაწერა:

,,ბალახის სეზონზე, სამწუხაროდ, მუხლზე პრობლემები შემექმნა, რის გამოც იძულებული ვარ, ტოკიოს ოლიმპიური თამაშებიდან ჩავეხსნა.

ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რადგან შვეიცარიის სახელით ოლიმპიადაზე ასპარეზობა ჩემთვის ყოველთვის დიდი პატივი იყო. რეაბილიტაციის პროცესი უკვე დავიწყე და იმედი მაქვს, რომ ამ ზაფხულს დავბრუნდები. წარმატებებს ვუსურვებ შვეიცარიას და შორიდან ვუგულშემატკივრებ,'' - წერია ფედერერის განცხადებაში.

როჯერის ბოლო ტურნირი უიმბლდონი იყო, სადაც მეოთხედფინალში ჰუბერტ ჰურკაჩთან დამარცხდა.

ფედერერს ერთეულთა თანრიგში ოლიმპიური ოქრო არ აქვს, თუმცა 2008 წელს პეკინის ოლიმპიადაზე შვეიცარიელმა გამარჯვება წყვილთა თანრიგში შეძლო. 2012 წელს კი ლონდონში ფინალური მატჩი ენდი მარისთან დათმო და ვერცხლს დასჯერდა.

 

ავტორი: თაზო ერისთავი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები