ნოვაკ ჯოკოვიჩი უიმბლდონის ჩემპიონია

11 ივლისი 2021

ნოვაკ ჯოკოვიჩი უიმბლდონის ჩემპიონია. ფინალურ შეხვედრაში მან იტალიელი მატეო ბერეტინი ოთხ სეტში: (6:7; 6:4; 6:4; 6:4;) დაამარცხა.

ჯოკოვიჩი პირველ სეტში ბრეიკით იგებდა, თუმცა ბერეტინიმ ანგარიშის გათანაბრება და შემდეგ ტაიბრეიკში იმარჯვა.
 



დარჩენილ სამ სეტში, სერბმა ჩოგბურთელმა მეტოქეს იდენტური სხვაობით მოუგო და კარიერაში მეექვსედ მოიპოვა უიმბლდონის ჩემპიონის ტიტული

. აღსანიშნავია, რომ ჯოკოვიჩმა მეოცედ მოიგო გრანდ სლემის ტურნირი. ამ გამარჯვებით, ნოვაკს კარიერაში 20 გრანდ სლემის ტიტული დაუგროვდა. სერბმა ჩოგბურთელმა 1 700 000 ფუნტი სტერლინგი და 2 000 სარეიტინგო ქულა მიიღო. მატეო ბერეტინის კი 900 000 ფუნტი და 1 200 სარეიტინგო ქულა ერგო.

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები