ჰამბურგის ღია პირველობა - ბასილაშვილის შესაძლო მეტოქეები ცნობილია

10 ივლისი 2021

12 ივლისს ჰამბურგში ATP-ის 500-იანი სერიის ტურნირი – ევროპის ღია პირველობა დაიწყება.

მსოფლიოს 28-ე ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც ჰამბურგის ღია პირველობის 2-გზის გამარჯვებულია, ტურნირში მეორე რაუნდიდან ჩაერთვება.

ქართველი ჩოგბურთელის პირველი მეტოქე ორშაბათს, 12 ივლისს, ალიაჟ ბედენესა და კორანტენ მუტეს დაპირისპირებაში გაირკვევა.

ნიკოლოზი ტურნირში მე-3 ნომრადაა განთესილი და მასზე წინ მხოლოდ სტეფანოს ციციპასი და პაბლო კარენო ბუსტა არიან.

ევროპის ღია პირველობის საპრიზო ფონდი წელს 1,030,900 ევროა, რაც შარშანდელთან შედარებით 3%-ით ნაკლებია.

ტურნირის მოქმედი ჩემპიონი ანდრეი რუბლიოვია, რომელმაც გასულ წელს ფინალში სტეფანოს ციციპასი დაამარცხა.

 

ავტორი: თაზო ერისთავი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები