საქართველოსა და შოტლანდიას შორის 17 ივლისს ჩანიშნული ტესტ-მატჩი გაუქმდა, ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს.
მიზეზი კორონავირუსია, რის გამოც ,,ბორჯღალოსნებმა'' სამხრეთ აფრიკასთან მეორე ტესტ-მატჩიც ვერ ითამაშეს.
რაგბის კავშირის ვიცეპრეზიდენტის, ბაჩო ხურციძის თქმით, შოტლანდიასთან შეხვედრის 24 ივლისისთვის გადატანა იგეგმებოდა, თუმცა ასეთი გადაწყვეტილება ორივე ნაკრების მორაგბეებს კლუბებში პრობლემებს შეუქმნიდა. შესაბამისად, მხარეთა ურთიერთშეთანხმებით, მატჩი აღარ ჩატარდება.
თამაში არ ჩატარდება! COVID 19-ის გამო შოტლანდიასთან თამაში გაუქმდა. ვრცლად ➡️ https://bit.ly/3hsCGKr 🎟 თამაშის ბილეთები ყველას დაუბრუნდება. კითხვების შემთხვევაში მიმართეთ TKT.GE -ს
Posted by Georgian Rugby on Friday, July 9, 2021