მუკი ბეტსი შესაძლოა სან დიეგოში გადაბარგდეს.

24 იანვარი 2020

მსოფლიო ბეიზბოლის ერთ–ერთი მთავარი ვარსკვლავი, მუკი ბეთსი, მოქმედი კონტრაქტის უკანასკნელ სეზონზეა და გუნდის წარმომადგენლები უკვე გააფრთხილა, რომ გახანგრძლივებას არ აპირებს. „ბოსტონს“ მის უფასოდ არგასაშვებად ამ ზამთარშივე მოუწევს მისი გაცვლა.

ბეტსის მთავარი მსურველი „სან დიეგო პადრესია“, რომელიც მზადაა თავისი ვარსკვლავი, უილ მაიერსი დათმოს და ახალგაზრდა ტალანტებიც დაუმატოს „რედ სოქსს“ .

მაიერს უახლოეს სამ სეზონში გარანტირებული 63 მილიონი და არაგარანტირებული 21 მილიონი აქვს დარჩენილი.

ბეტსი, რომელიც 2018, „ბოსტონისტვის“ საჩემპიონო  წელს, სეზონის ამერიკული ლიგის MVP და ოქროს ხელთათამნის მფლობელი(პრიზი საუკეთესო დამცველს) გახდა, კონტრაქტის უკანსკნელ სეზონში 27 მილიონ დოლარს აიღებს.

ავტორი: დავით ახალაძე

კომენტარები