იარმოლენკო კოკა-კოლასა და ჰეინეკენს: ,,დამიკავშირდით!'' (ვიდეო)

18 ივნისი 2021

უკრაინის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი, ანდრეი იარმოლენკო ჩრდილოეთ მაკედონიასთან მოგებული მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, კრიშტიანუ რონალდუს ჟესტს გამოეხმაურა. უკრაინელმა ევრო 2020-ის ოფიციალური სპონსორების - კოკა-კოლასა და ჰეინეკენის ბოთლები ერთად დაალაგა:

,,შეიძლება რაღაც გავაკეთო? ვნახე, რომ რონალდუმ კოკა-კოლის ბოთლები გადადგა, მე კოკა-კოლასა და ჰეინეკენს ერთად დავაწყობ... დამიკავშირდით!'' - თქვა იარმოლენკომ.

 

The Guardian-ის ინფორმაციით, მას შემდეგ რაც კრიშტიანუ რონალდუმ მაგიდიდან კოკა-კოლის ბოთლები გადადგა, გამაგრილებელი სასმლის კომპანიის აქციების ფასი 4 მილიარდი დოლარით - 242 მილიარდიდან 238 მილიარდამდე შემცირდა.

კოკა-კოლამ პორტუგალიელს გუშინწინ განცხადებით უპასუხა, სადაც ნათქვამია - ,,ყველანი სხვადასხვა სასმელს ვანიჭებთ უპირატესეობას.'' მოგვიანებით, კოკა კოლას სპიკერმა აღნიშნა, რომ "ფეხბურთელებს პრესკონფერენციებზე კოკა-კოლასა და უშაქრო კოლასთან ერთად, სთავაზობენ წყალს". მან ასევე დაამატა, რომ "ადამიანებს განსხვავებული გემოვნება და მოთხოვნილებები აქვთ."

ავტორი: თაზო ერისთავი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები