გურამ კაშია და ჯაბა კანკავა სლოვანში ითამაშებენ

17 ივნისი 2021

საქართელოს ნაკრების კაპიტანი, ჯაბა კანკავა და ვიცე-კაპიტანი, გურამ კაშია კარიერას ბრატისლავას ''სლოვანში'' გააგრძელებენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გუნდის ოფიციალური ტვიტერ გვერდი ავრცელებს.

'' ჯაბა კანკავა და გურამ კაშია  სლოვანში ითამაშებენ. ორივე ფეხბურთელი წინა კლუბში რეგულარულად ასპარეზობდა. მოთამაშეები უკვე სრულად არიან ჩართულნი მომზადების პროცესში'' - ნათქვამია ტვიტერ პოსტში.
 



ჯაბა კანკავა ''სლოვანს'' ფრანგული ''ვალანსიენიდან'' შეუერთდა, ხოლო გურამ კაშია, თბილისის ''ლოკომოტივიდან.''

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები