,,ერთ დღეს აქ აუცილებლად დავბრუნდები'' - რამოსმა გამოსამშვიდობებელი სიტყვისას ცრემლები ვერ შეიკავა

17 ივნისი 2021

,,რეალ მადრიდის'' მცველმა, სერხიო რამოსმა, გუნდთან გამოსამშვიდობებელ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა. დარბაზში მყოფებმა ესპანელი ფეხბურთელი რამდენიმეჯერ ტაშით გაამხნევეს:

,,მინდოდა, რომ ,,რეალს'' გულშემატკივრებით სავსე სტადიონზე დავმშვიდობებოდი. აქ 19 წლის ასაკში მოვედი. მადლობა მწვრთნელს, პრეზიდენტს, თანაგუნდელებსა და გუნდის ყველა წევრს. ეს კლუბი ყოველთვის ჩემს გულში იქნება.

დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან აქ აუცილებლად დავბრუნდები!

ჩემი ცხოვრების ერთი ეტაპი დასასრულს მიუახლოვდა, ამ გამოცდილებას ვერაფერი შეედრება,'' - განაცხადა რამოსმა.

სერხიო რამოსმა ,,რეალში'' 16 წელი გაატარა და გუნდთან ერთად 22 ტიტული მოიგო.

,,სამეფო კლუბმა'' მცველს კონტრაქტის 1 წლით გახანგრძლივება შესთავაზა, თუმცა ფეხბურთელს ხელფასის შემცირების გარეშე ხელშეკრულების 2 წლით გაგრძელება სურდა.

 

 

 

ავტორი: თაზო ერისთავი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები