დოკ რივერსი - იმედგაცრუება სპორტის ნაწილია

17 ივნისი 2021

''ფილადელფია სიქსერსის'' თავკაცმა, დოკ რივერსმა, ''ატლანტა ჰოუქსთან'' მარცხის შემდეგ ისაუბრა. მისი გუნდი მატჩის მსვლელობისას 26 ქულით ლიდერობდა, თუმცა მეორე ტაიმი გამანადგურებელი სხვაობით დათმო და მატჩში დამარცხდა.

''საშინელ ხასიათზე ვართ. სხვანაირად როგორ შეიძლება იყოს? თუმცა, იმედგაცრუება სპორტის ნაწილია.  მოგვიწევს ამას შევეგუოთ. მიზნის მისაღწევად გარანტირებული გზა არ არსებობს. ჩვენ თავად გავირთულეთ ამოცანა.  ეს უნდა ვაღიაროთ. თუმცა, მხოლოდ ეს საკმარისი არ იქნება. ჩვენ კონცენტრირება უნდა მოვახდინოთ შემდეგ მატჩზე. იქნება გიჟური ატმოსფერო და ჩვენ მოსაგებად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ'' - განაცხადა რივერსმა.

''ატლანტამ'' მეხუთე მატჩში 109:106 იმარჯვა და სერიაში 3-2 დაწინაურდა. მეექვსე მატჩი 19 ივნისს, 03:30-ზე დაიწყება.

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები