ოფიციალურად: ბუფონი პარმაში დაბრუნდა

17 ივნისი 2021

ვეტერანი იტალიელი გოლკიპერი, ჯანლუიჯი ბუფონი კარიერას ''პარმაში'' გააგრძელებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ტვიტერ გვერდი ავრცელებს.

''ოს დაბრუნდა. სუპერმენი დაბრუნდა იქ, სადაც მისი ადგილია'' - ნათქვამია ტვიტერ პოსტში.



ჯანლუიჯი ბუფონმა პროფესიონალური კარიერა სწორედ ''პარმაში'' დაიწყო. ჯიჯი კლუბში 1995-2001 წლებში ასპარეზობდა, რის შემდეგაც ტურინის ''იუვენტუსში'' გადავიდა და იქ თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში იასპარეზა. 2018-19 წლების სეზონში ლეგენდარული გოლკიპერი ''პარი სენ-ჟერმენს'' შეუერთდა.

ჯანლუიჯი ბუფონს ''პარმას'' რიგებში 220 მატჩი აქვს ჩატარებული.

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები