ჯიქია ჩერჩესოვს: ,,ნახეთ გუშინ რონალდუმ რა გააკეთა?'' (ვიდეო)

17 ივნისი 2021

რუსეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სტანისლავ ჩერჩესოვმა, ფინეთთან მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე კოკა-კოლა დალია, რაზეც გიორგი ჯიქიას კრიშტიანუ რონალდუს ჟესტი გაახსენდა და მწვრთნელს უთხრა:

,,ნახეთ გუშინ კრიშტიანუ რონალდუმ ამ ბოთლებს რა უქნა? ზის უბრალოდ, დაინახა კოკა კოლის ბოთლები, გადადგა და წყალი გადმოდგა, მე მხოლოდ წყალს ვსვამო'' - ჩერჩესოვმა ნათქვამის შემდეგ გაიკვირვა და კოკა-კოლის დალევა გააგრძელა.

 

 

The Guardian-ის ინფორმაციით, მას შემდეგ რაც კრიშტიანუ რონალდუმ მაგიდიდან კოკა-კოლის ბოთლები გადადგა, გამაგრილებელი სასმლის კომპანიის აქციების ფასი 4 მილიარდი დოლარით - 242 მილიარდიდან 238 მილიარდამდე შემცირდა. შვეიცარიასთან მოგებული მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, იგივე იტალიის ნაკრების ნახევარმცველმა, მანუელ ლოკატელიმაც გაიმეორა.

კოკა-კოლამ პორტუგალიელს გუშინწინ განცხადებით უპასუხა, სადაც ნათქვამია - ,,ყველანი სხვადასხვა სასმელს ვანიჭებთ უპირატესეობას.'' მოგვიანებით, კოკა კოლას სპიკერმა აღნიშნა, რომ "ფეხბურთელებს პრესკონფერენციებზე კოკა-კოლასა და უშაქრო კოლასთან ერთად, სთავაზობენ წყალს". მან ასევე დაამატა, რომ "ადამიანებს განსხვავებული გემოვნება და მოთხოვნილებები აქვთ."

ავტორი: თაზო ერისთავი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები