რონალდუს შემდეგ კოკა-კოლის ბოთლები მაგიდიდან ლოკატელიმაც გადადგა (ვიდეო)

17 ივნისი 2021

იტალიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, მანუელ ლოკატელიმ, შვეიცარიასთან მოგებული მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, კრიშტიანუ რონალდუს ჟესტი გაიმეორა და მაგიდიდან კოკა-კოლის ბოთლები გადადგა.

ლოკატელიმ კრიშტიანუს მსგავსად, სიტყვა ,,acqua-ც'' წარმოთქვა, რაც იტალიურად წყალს ნიშნავს.

The Guardian-ის ინფორმაციით, მას შემდეგ რაც კრიშტიანუ რონალდუმ მაგიდიდან კოკა-კოლის ბოთლები გადადგა, გამაგრილებელი სასმლის კომპანიის აქციების ფასი 4 მილიარდი დოლარით - 242 მილიარდიდან 238 მილიარდამდე შემცირდა.

კოკა-კოლამ პორტუგალიელს გუშინწინ განცხადებით უპასუხა, სადაც ნათქვამია - ,,ყველანი სხვადასხვა სასმელს ვანიჭებთ უპირატესეობას.'' მოგვიანებით, კოკა კოლას სპიკერმა აღნიშნა, რომ "ფეხბურთელებს პრესკონფერენციებზე კოკა-კოლასა და უშაქრო კოლასთან ერთად, სთავაზობენ წყალს". მან ასევე დაამატა, რომ "ადამიანებს განსხვავებული გემოვნება და მოთხოვნილებები აქვთ."

ავტორი: თაზო ერისთავი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები