ფიორენტინამ გატუზოს გაშვება ოფიციალურად დაადასტურა

17 ივნისი 2021

,,ფიორენტინამ'' და ჯენარო გატუზომ მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე თანამშრომლობა შეწყვიტეს, ინფორმაციას ფლორენციული გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

იტალიური პრესის ცნობით, უთანხმოების მიზეზი ,,ფიორენტინას'' გადაწყვეტილებაა - გუნდს არ სურდა, რომ გაეფორმებინა ფეხბურთელები, რომელთა ინტერესსაც საფეხბურთო აგენტი - ჟორჟე მენდეში წარმოადგენს, რომელიც გატუზოს წარმომადგენელიცაა.

გატუზო ,,ფიორენტინას'' მთავარ მწრთნელად მაისის ბოლოს დაინიშნა. სპეციალისტმა ფლორენციელთა მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჯუზეპე იაკინი ჩაანაცვლა.

 

ავტორი: თაზო ერისთავი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები