კანადისა და ჰაიტის მატჩში ერთ-ერთი ყველაზე კურიოზული ავტოგოლი გავიდა (ვიდეო)

17 ივნისი 2021

კანადასა და ჰაიტის შორის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში, ჰაიტელთა მეკარემ ჟოუსე დუვერჟერმა უხეში შეცდომა დაუშვა და გოლი საკუთარ კარში გაიტანა.

ეპიზოდი მატჩის მეორე ნახევრის სტარტზევე, 46-ე წუთზე მოხდა, როცა ანგარიში 0:0 იყო. 

საბოლოოდ კანადამ მეტოქე ორი მატჩის ჯამში 4-0 დაამარცხა და მუნდიალის შესარჩევი ეტაპის ფინალურ სერიაში გავიდა, სადაც თამაში აშშ-ს, მექსიკის, ჰონდურასის, სალვადორის, იამაიკის, კოსტა რიკისა და პანამის ნაკრებებთან მოუწევს.

დუვერჟერის კურიოზული ავტოგოლი:

 

ავტორი: თაზო ერისთავი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები