დამაჯერებელი გამარჯვება თურქეთთან
წყალბურთის ევროპის ჩემპიონატზე რუსეთთან განცდილი დასანანი მარცხის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრები მე-9 ადგილისთვის ბრძოლაში ჩაერთო. ჩვენი პირველი მეტოქე თურქეთის ნაკრები იყო. რევაზ ჩომახიძის გუნდმა ფავორიტის სტატუსი აბსოლუტურად გაამართლა და მარტივი გამარჯვება იზეიმა (12:6) რითიც საუკეთესო 10 გუნდს შორის დაიბევა ადგილი. შემდეგ შეხვედრაში ჩვენი გუნდი, რუმინეთი - გერმანიის გამარჯვებულს დაუპირისპირდება და მე-9 ადგილის დაკავებას ეცდება.
მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა უკვე დააფიქსირა თავის ისტორიაში საუკეთესო შედეგი. აქამდე გუნდის მაქსიმუმი მე-13 ადგილი გახლდათ.