მსოფლიო ჩემპიონატის მეექვსე დღე - ორი ბრინჯაოს შანსი

11 ივნისი 2021

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მეექვსე დღეს, ქართველ ძიუდოისტებს ორი ბრინჯაოს მედლი მოპოვების შანსი აქვთ. მესამე საპრიზო ადგილისათვის ბრძოლაში ნაკრების კაპიტანი - ვარლამ ლიპარტელიანი მიხაელ კორელს დაუპირისპირდება, ხოლო მეორე ბრინჯაოსთვის მსოფლიო ძიუდოს ახალგაზრდა ვარსკვლავები - ილია სულამანიძე და შადი ელნაჰასი იბრძოლებენ.

ვარლამ ლიპარტელიანმა ბრინჯაომდე მიღწევა სიმეონ კატარინას, კენტარო იიდასა და არმან ადამიანის დამარცხების შემდეგ მოახერხა. დასანანი იყო კაპიტნის მარცხი ალექსანდრ კუკოლისთან, რომელმაც ჩვენებურს იპონით მოუგო. არადა, ლიპარტელიანი შეხვედრაში ვაზარით იგებდა.

ილია სულამანიძემ თურქ მერტ სისმანლარს, აზერბაიჯანელ ელმარ გასიმოვსა და ფრანგ ალექსანდრ იდირს მოუგო. ოქროსათვის ბრძოლას ჩვენებური მსოფლიოს ჩემპიონ ჟორჟ ფონსეკასთან ბრძოლაში გამოეთიშა. 

ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ალექსანდრ კუკოლი და ჟორჟ ფონსეკა დაუპირისპირდებიან.

ფინალური ბლოკი 19:00-ზე დაიწყება. რეპორტაჟის ხილვა Silk Universal-ის ეთერში იქნება შესაძლებელი.

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები