რეალი რამოსთან გამოსამშვიდობებლად ემზადება

07 ივნისი 2021

,,რეალ მადრიდის'' ცენტრალური მცველი, სერხიო რამოსი ,,სამეფო გუნდს'', დიდი ალბათობით, მალე დატოვებს.

მადრიდელები კაპიტანთან გამოსამშვიდობებლად ემზადებიან. პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ფეხბურთელთან შეხვედრას აპირებს, რათა ივნისში მისი წასვლის დეტალები შეათანხმოს.

,,რეალის'' ხელმძღვანელების იდეაა, რომ რამოსმა გუნდში მოგებულ 22 ტიტულთან ერთად ფოტოები გადაიღოს, ამასთან დაკავშირებით მცველის აზრი ჯერჯერობით უცნობია.

სერხიო რამოსი ,,რეალში'' 2005 წლიდან თამაშობს. 35 წლის ფეხბურთელს ,,სამეფო გუნდთან'' კონტრაქტი 2021 წლის ივნისამდე აკავშირებს.

 

ავტორი: თაზო ერისთავი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები