დასანანი მარცხი რუსეთთან 

20 იანვარი 2020

                                    დასანანი მარცხი რუსეთთან 

წყალბურთის ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფში ერთი თამაშის მოგების შემდეგ, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ფლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვა. 1/8 ფინალში ჩვენი გუნდის მეტოქე რუსეთი იყო, რომელიც შეხვედრის უპირობო ფავორიტად მიიჩნეოდა, მიუხედავად ამისა ჩომახიძის შეგირდებმა ბოლო წამებამდე იბრძოლეს და მინიმალური სხვაობით 13:14 დამარცხდნენ.

მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებმა უკვე დააფიქსირა თავის ისტორიაში საუკეთესო შედეგი. გუნდი ბრძოლას მე-9 ადგილის დასაკავებლად გააგრძელებს. მომდევნო მეტოქე თურქეთია.

კომენტარები