დიდი ბრიტანეთის მთავრობა - ფანები სტამბოლის ფინალზე არ უნდა გაემგზავრონ

07 მაისი 2021

დიდი ბრიტანეთის მთავრობა ფანებს სტამბულში ჩემპიონთა ლიგის ფინალზე გამგზავრების რეკომენდაციას არ აძლევს. სახელმწიფომ თურქეთი ''წითელ სიაში'' შეიყვანა.  ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.  

დიდი ბრიტანეთის სპორტის მინისტრმა, გრანტ შაპსმა აღნიშნა, რომ გადაუდებელი შემთხვევების გარდა, თურქეთში ვიზიტი მიზანშეწონილი არ არის.  მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანა მზად იყო თავად ემასპინძლა უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩისათვის, თუმცა, რასაკვირველია, ამის შესახებ გადაწყვეტილებას უეფა იღებს. 

BBC-ის ცნობით, ბრიტანეთის მთავრობაში მუშაობენ საკითხზე, რომ გუნდებში მომუშავე პერსონალისა და ფეხბურთელებისათვის გამონაკლისი დაუშვან.

უეფას ჩემპიონთ ლიგის ფინალში ერთმანეთს ორი ინგლისური კლუბი - ''მანჩესტერ სიტი'' და ''ჩელსი'' დაუპირისპირდება.  ფინალური მატჩი 29 მაისს, მუსტაფა ათათურქის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
 

 

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები