UEFA სუპერლიგის მომხრე გუნდებისთვის განსაკუთრებულ სასჯელს ამზადებს

06 მაისი 2021

UEFA იმ გუნდების წინააღმდეგ, რომლებიც სუპერ ლიგაში გაწევრიანდნენ და ჯერ ისევ არ დაუტოვებიათ ორგანიზაცია, განსაკუთრებულ სასჯელს ამზადებს, - წერს ESPN.

სასჯელი, შესაძლოა, ორწლიანი ბანიც იყოს - როგორც ჩემპიონთა ლიგიდან, ისე ევროპა ლიგიდან. ამგვარი სახით, უეფა გუნდების სუპერ ლიგაში გაწევრიანებას თავიდან კიდევ უფრო მეტად აიცილებს.

ახალი 12-გუნდიანი ჩემპიონატი შექმნის მეორე დღესვე დაიშალა, თუმცა, სუპერ ლიგის პრეზიდენტის, ფლორენტინო პერესის განცხადებით, ჯერ ოფიციალურად სუპერ ლიგა არც ერთ გუნდს დაუტოვებია და მათი განცხადებები უბრალო ფორმალობაა. სხვა შემთხვევაში კი კლუბებს ფულადი ჯარიმები დაეკისრებათ.

ავტორი: ციცი პაპუნაშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები