ნეიმარის ემოციური მესიჯი ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ

06 მაისი 2021

"მანჩესტერ სიტისთან" მარცხისა და ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ, "პარი სენ-ჟერმენის" შემტევმა, ნეიმარმა სოციალურ ქსელში ემოციური მიმართვა გაავრცელა:

"ახლა წერა ძალიან მიჭირს, რადგან მარცხის გამო ჯერ კიდევ დამწუხრებული ვარ. თუმცა, მთელი გუნდის მონდომებით ვამაყობ - ჩვენ მოედანზე ყველა ძალა გამოვიყენეთ. 

სამწუხაროდ, ჩვენი მაქსიმუმი საკმარისი არ აღმოჩნდა... ახლა ცხოვრებას მეტის სასწავლად განვაგრძობთ.

თავები დავხაროთ? მხოლოდ ლოცვისას და ღმერთისადმი სამადლობელი სიტყვების თქმისას, მიუხედავად ამჟამინდელი გარემოებისა".

ესპანურ წყაროებში ვრცელდება ჭორები, რომ ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პსჟ-სთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებები შეაჩერა და ის "ბარსელონას" კონტაქტს ელოდება. მას სწორედ კატალონიურ კლუბში დაბრუნებას უწინასწარმეტყველებენ.

ავტორი: ციცი პაპუნაშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები