რეალის ფეხბურთელბს სჯერათ, რომ ზიდანი მწვრთნელის პოსტს დატოვებს |GoalEspana

06 მაისი 2021

"ჩელსისთან" მარცხისა და ჩემპიონთა ლიგის ტიტულის ბრძოლიდან გამოთიშვის შემდეგ, "რეალის" გასახდელ ოთახს სჯერა, რომ ზინედინ ზიდანი მომდევნო სეზონიდან მწვრთნელის პოსტზე აღარ მოგვევლინება.

აღნიშნულ ინფორმაციას Goal-ის ესპანური გამოცემა ავრცელებს. წყაროს ცნობით, ფეხბურთელები ფრანგ სპეციალისტს გადაღლილობას ამჩნევენ. რეალურად, ზიდანი დიდი ზნეხის ქვეშ სექტემბრიდან იმყოფება, რაზეც გავლენა გადატვირთულმა კალენდარმა და ფეხბურთელების ტრავმიანობამ იქონია.

თუ "ზიზუ" დარჩენას გადაწყვეტს, მოთამაშეები მის არჩევანს პატივს სცემენ. ასევე, აღსანიშნავია ისიც, რომ ზიდანის ფაქტორმა,  შესაძლოა, კილიან მბაპეს "სამეფო კლუბში" გადაბარგებას შეუწყოს ხელი.

 

ავტორი: ციცი პაპუნაშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები