დორტმუნდი ერლინგ ჰოლანდს არ გაყიდის

06 მაისი 2021

"დორტმუნდის" აღმასრულებელმა დირექტორმა ჰანს-იოახიმ ვატცკემ გუნდის თავდამსხმელზე, ერლინგ ჰოლანდზე ისაუბრა.

"მინო რაიოლას [ჰოლანდის აგენტი] დიდი ხანია ვიცნობ და მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ერლინგი მომავალ წელს კვლავ "დორტმუნდის" ფეხბურთელი იქნება", - ციტირებს ვატცკეს სიტყვებს Sport1.

ბოლო პერიოდში ნორვეგიელის ფეხბურთელის შეძენით ევროპის გრანდები ინტერესდებიან. ფეხბურთელის აგენტმა კი ტრანსფერის თემაზე არაერთხელ ისაუბრა და დაადასტურა, რომ შეთავაზებების განხილვის შესაძლებლობაც არსებობს.

"დორტმუნდმა" მკაცრად გვითხრა, რომ "ჰოლანდი არ იყიდება". ამჟამად სიტუაცია ასეთია, მაგრამ ვნახოთ, 1 სექტემბრამდე რა მოხდება. კლუბისგან განსხვავებით, მე სხვა აზრი მაქვს - თუ შესაძლებლობა იქნება და ყველასთვის მისაღები შემოთავაზებით მოგვმართავენ, ეს საკითხი უნდა განვიხილოთ" , - აცხადებს რაიოლა.

ავტორი: ციცი პაპუნაშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები