სერხიო აგუერო ბარსელონაში?

06 მაისი 2021

ცნობილი სანდო ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ცნობით, სერხიო აგუერო თანახმაა, რომ "ბარსელონაში" თამაშის შემთხვევაში, ხელფასი შეიმციროს.

წყაროს ინფორმაციით, ჯერჯერობით, მხარეებს შორის არც წერილობითი და არც ვერბალური შეთანხმება არ არსებობს. 

"ბლაუგრანამ" სეზონის ბოლომდე არჩევანი დეპაისა და აგუეროს შორის უნდა გააკეთოს. ასევე, შესაძლოა, მათ პოზიციაზე სხვა სამიზნეებიც განიხილებოდეს.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აგუეროს "ბარსელონას" ფეხბურთელობა ადრეც შეეძლო - Mundo Deportivo ირწმუნება, რომ 2014 წელს სერხიოს აგენტი "ბარსას" შეუთანხდა, თუმცა თავად არგენტინელმა მაშინ "მანჩესტერ სიტის" დატოვება არ ისურვა.

შემდეგ ესპანელებმა "ლივერპულიდან" ლუის სუარესი შეიძინეს, რომელმაც კლუბში 6 წელი გაატარა.

ამჯერად აგუეროს შანსი აქვს, რომ სასურველ კლუბს ზაფხულში, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდეს.

ავტორი: ციცი პაპუნაშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები