ჩელსი ჩემპიონთა ლიგის ფინალშია!

06 მაისი 2021

ცოტა ხნის წინ დასრულდა ჩემპიონთა ლიგის მეორე ნახევარფინალური შეხვედრა, რომელშიც ლონდონის "ჩელსიმ" მადრიდის "რეალი", ორი მატჩის ჯამში, 3-1 დაამარცხა და ფინალში გავიდა.

ამ გუნდებს შორის ესპანეთში გამართული პირველი მატჩი ფრედ, 1-1 დასრულდა - ტაბლოზე ანგარიში კრისტიან პულიშიჩმა გახსნა, თუმცა მასპინძელთა მხრიდან თავის გამოჩენა ქარიმ ბენზემამ მოახერხა, რომელმაც წონასწორობა აღადგინა.

რაც შეეხება მეორე ჯახს, განმეორებით შეხვედრაში "არისტოკრატებმა" მეტოქეს საგრძნობლად აჯობეს და საბოლოოდ, ტიმო ვერნერისა და მეისონ მაუნტის გოლების წყალობით, 2-0 დაამარცხეს.

ევროპის უპრესტიჟულესი ტურნირის ფინალში ტომას ტუხელის შეგირდები ასევე ინგლისურ კლუბს - "მანჩესტერ სიტის" დაუპირისპირდებიან, რომელმაც, თავის მხრივ, ნახევარფინალში გათამაშებას "პარი სენ-ჟერმენი" დამაჯერებლად (ორი მატჩის ჯამში, 4-1) გამოთიშა. ფინალი 29 მაისს, თბილისის დროით 23:00 საათზე, სტამბოლში ჩატარდება.

ავტორი: ციცი პაპუნაშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები