მანჩესტერ სიტი ჩემპიონთა ლიგის ფინალშია!

05 მაისი 2021

ცოტა ხნის წინ დასრულდა ჩემპიონთა ლიგის მეორე ნახევარფინალური მატჩი, რომელშიც "მანჩესტერ სიტიმ" "პარი სენ-ჟერმენი" 2-0 დაამარცხა, ორი მატჩის ჯამში კი 4-1 გაანადგურა და ფინალში გავიდა.

პირველ შეხვედრაში ანგარიში პსჟ-მ, მარკინიოსის გოლით გახსნა, თუმცა პეპ გვარდიოლას გუნდის მხრიდან მეორე ნახევარში თავი კევინ დე ბრუინემ და რიად მაჰრეზმა გამოიჩინეს, რისი წყალობითაც "ქალაქელებმა" იმარჯვეს.

რაც შეეხება დღევანდელ ჯახს, ინგლისელებმა ზემოხსენებული მაჰრეზის დუბლით პარიზელებს მარტივად მოუგეს - ალჟირელმა გოლის გატანა ორივე ტაიმში მოახერხა. მაურისიო პოჩეტინოს შეგირდებმა კი კარში ზუსტი დარტყმა ვერ განახორციელეს.

ფინალში "მან. სიტის" მეტოქე ხვალ გაირკვევა - თბილისის დროით 23:00 საათზე, მეორე ნახევარფინალურ წყვილში ერთმანეთს ლონდონის "ჩელსი" და მადრიდის "რეალი" დაუპირისპირდებიან. ამ გუნდებს შორის ესპანეთში გამართული პირველი მატჩი ფრედ, 1-1 დასრულდა.

ავტორი: ციცი პაპუნაშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები