ოფიციალურად: ჟოზე მოურინიო რომას მწვრთნელი ხდება

04 მაისი 2021

როგორც იცით, ლონდონის "ტოტენჰემმა" მთავარი მწვრთნელი - ჟოზე მოურინიო დაითხოვა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა სამსახური ინგლისის ლიგის თასის ფინალამდე რამდენიმე დღით ადრე დაკარგა

ახლა კი, ცნობილი ხდება, რომ ჟოზე მომავალი სეზონიდან "რომას" თავკაცი იქნება. აღნიშნული ინფორმაცია თავად იტალიურმა კლუბმაც დაადასტურა.

"სიხარულით ვაანონსებთ, რომ ჟოზე მოურინიოსთან მთავარ მწვრთნელის პოსტზე შეთანხმებას მივაღწიეთ", - ვკითხულობთ განცხადებაში.

58 წლის სპეციალისტს იტალიაში მუშაობის გამოცდილება აქვს - იგი 2008/10 წლებში მილანის "ინტერს" წვრთნიდა და "ნერაძურისთან" ერთად ტრიპლეტიც (2009/10) იზეიმა.

მოურინიომ "ტოტენჰემს", რომელსაც სათავეში 2019/21 წლებში ედგა, 86 შეხვედრაში უხელმძღვანელა. მან "სპურსთან" ერთად 44 მატჩის მოგება მოახერხა.

"ჯალოროსიმ" დაკავებული თანამდებობიდან ასევე პორტუგალიელი თავკაცი, პაულუ ფონსეკა გაათავისუფლა, რომელმაც გუნდი სერია A-ში ოთხეულში ვერ გაიყვანა. ამასთან, მან ევროპა ლიგის პირველი ნახევარფინალური შეხვედრა "მანჩესტერ იუნაიტედთან", "ოლდ ტრაფორდზე" 2-6 წააგო.

ავტორი: ციცი პაპუნაშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები