კარმელო ენტონი NBA-ს ისტორიაში საუკეთესო მექულეთა ათეულში შევიდა

04 მაისი 2021

''პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსის'' ფორვარდი - კარმელო ენტონი NBA-ს ისტორიაში საუკეთესო მექულეთა ათეულში შევიდა. დღეს გამთენიისას გამართულ შეხვედრაში ''მელომ'' 14 ქულა მოაგროვა და 70-იანი წლების ლეგენდარული მოთამაშის, ელვინ ჰეიზის მაჩვენებელი გააუმჯობესა.

''NBA-ში, როცა რომელიმე კომპონენტში საუკეთესო ათეულის წევრი ხარ, ეს დიდი პატივია.  მე ვგრძნობდი, რომ ეს ამ შეხვედრაში მოხდებოდა. თავს ძალიან კარგად ვგრძნობ'' - განაცხადა ენტონიმ.

კარმელო ენტონის ანგარიშზე ამ მომენტისათვის 27 318 ქულაა. მე-9 ადგილზე მყოფი მოზეს მელოუნის მონაგარი კი 27 409 ქულაა. დიდია იმის შანსი, რომ ''მელო'' ამ შედეგს მიმდინარე სეზონშივე გააუმჯობესებს.

''პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი'' ამ მომენტისათვის დასავლეთ კონფერენციის მე-7 ადგილზე იმყოფება. გუნდის ანგარიშზე 36 მოგება და 29 მარცხია.
 

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები