ნონა გაფრინდაშვილი ჩემპიონთა ლიგაზე ფავორიტს ასახელებს

04 მაისი 2021

XX საუკუნის საუკეთესო ქალი სპორტსმენი და ლეგენდარული მოჭადრაკე, ნონა გაფრინდაშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემის - "ტაიმაუტის" ეთერში ჩემპიონთა ლიგის ფავორიტს ასახელებს..

"ჩემპიონთა ლიგაზე გვარდიოლას ვგულშემატკივრობ, თუმცა "ბარსელონა" რომ მონაწილეობდეს, გადაწონიდა "ბარსელონა", - აცხადებს ის.

ქართული სპორტის ვარსკვლავი 3 მაისს 80 წლის გახდა.

ევროპის უპრესტიჟულეს ტურნირზე ნონა გაფრინდაშვილის ამჟამინდელი ფავორიტი კლუბი, "მანჩესტერ სიტი" დღეს, თბილისის დროით, 22:55 საათზე "პარი სენ-ჟერმენს" დაუპირისპირდება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს Silksport.ge და სილქ უნივერსალი წარმოგიდგენთ.

ავტორი: ციცი პაპუნაშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები