პრევიუ - პსჟ მანჩესტერ სიტის ესტუმრება

04 მაისი 2021

დღეს, 4 მაისს, 23:00-ზე დაიწყება უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩი, რომელშიც ერთმანეთს ''პარი სენ-ჟერმენი'' და ''მანჩესტერ სიტი'' დაუპირისპირდებიან. მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა Silk Sport HD 1-ზე იქნება შესაძლებელი.

პირველ წრეში, სტუმრად მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, პეპ გვარდიოლას მანჩესტერ სიტი წყვილის აშკარა ფავორიტია. ''ქალაქელებმა'' ბოლო 14 საშინაო მატჩიდან 12 მოიგეს. საინტერესოა, რომ როცა ინგლისური გუნდები ევროტურნირების ფლეიოფის პირველ მატჩში იგებდნენ, ყოველთვის ახერხებდნენ შემდე ეტაპზე გაღწევას. მანჩესტერულ გრანდს ისტორიული შანსი აქვს - ითამაშოს ჩემპიონთა ლიგის ფინალში.

''პარი სენ-ჟერმენი'' ურთულესი ამოცანის წინაშეა. მაურისიო პოჩეტინოს გუნდს სტუმრად მინიმუმ ორი გოლის გატანა სჭირდება და უხვგოლიანი მატჩის შემთხვევაში, ერთბურთიანი უპირატესობით მოგებაც აწყობს. ჩემპიონთა ლიგის პარალელურად, პარიზელები საფრანგეთის ჩემპიონის ტიტულისთვისაც იბრძვიან. პირველი შეხვედრის მეორე ტაიმის ჩაგდების შემდეგ, გუნდი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. პარიზელებმა გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფინალური დაპირისპირება მიუნხენის ''ბაიერნთან'' დათმეს. საინტერესოა, ეყოფათ თუ არა ფრანგებს ძალა, მანჩესტერელთა  ბარიერის გადასალახად. 

''პარი სენ-ჟერმენს'' ხუან ბერნატი, იდრისა გეიე და ალექსანდრ ლეტალიე ვერ დაეხმარება. საეჭვოა კილიან მბაპეს ასპარეზობა. რაც შეეხება ''მანჩესტერ სიტის'', გვარდიოლას გუნდი მატჩს ოპტიმალური შემადგენლობით ხვდება.

''პარი სენ-ჟერმენი'' და ''მანჩესტერ სიტი'' ერთმანეთს არსებობის ისტორიაში მეხუთედ შეხვდებიან. გასული ოთხი მატჩიდან ორი მანჩესტერელებმა მოიგეს, ორი კი ფრედ დასრულდა.

შეხვედრას ნიდერლანდელ არბიტრთა ბრიგადა მოემსახურება. მატჩის მთავარი მსაჯი ბიორნ კუიპერსი იქნება.

Betlive.com-ი ასეთ კოეფიციენტებს გვთავაზობს: ''სიტის'' გამარჯვება - 1.67; ფრე - 4.10; პსჟ-ის გამარჯვება - 4.85

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები