ლეო მესიმ გუნდელები საკუთარ სახლში სადილზე შეკრიბა

03 მაისი 2021

"ვალენსიას" დამარცხების შემდეგ, კატალონიის "ბარსელონას" კაპიტანმა, ლეო მესიმ გუნდელები სახლში სადილზე შეკრიბა.

Sport-ის ინფორმაციით, მიზანი ზემოხსნებულ კლუბთან გამარჯვების აღნიშნვა და "ატლეტიკოსთან" მოახლოებული მატჩისათვის მორალურად მომზადებაა.

"ბლაუგრანას" ესპანეთის ჩემპიონატის მოგებისათვის დიდი გარჯა დასჭირდება - კუმანის შეგირდებმა ლა ლიგის დარჩენილი 4 თამაში უნდა მოიგონ და "რეალის" მინიმუმ 1 ქულის დაკარგვას დაელოდონ.

ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა კატალონიელებს მადრიდში, სწორედ "ატლეტიკოს" წინააღმდეგ ელოდებათ, რომელიც 8 მაისს გაიმართება.

ავტორი: ციცი პაპუნაშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები