ხვიჩა კვარაცხელია რუბინის თვის საუკეთესო მოთამაშე გახდა

03 მაისი 2021

ყაზანის "რუბინის" ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თვის საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია გახდა.

20 წლის ქართველ ტალანტს მხარი "რუბინის" სოციალურ ქსელში გამართული გამოკითხვის მონაწილეთა 90%-მა დაუჭირა.

აღსანიშნავია, რომ ხვიჩამ თვის საუკეთესოს წოდება მიმდინარე სეზონში უკვე მეოთხედ მიიღო (აგვისტოში, სექტემბერში, ოქტომბერსა და აპრილში). გასულ თვეში მან 3 შეხვედრა ჩაატარა და აქედან ერთში გადამწყვეტი გოლის გატანაც შეძლო.

2020/2021 წლების სეზონში კვარაცხელიამ სულ 23 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და თავი გოლით 8-ჯერ გამოიჩინა.

 

ავტორი: ციცი პაპუნაშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები