ქალთა ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს ბარსა და ჩელსი დაუპირისპირდებიან

02 მაისი 2021

დღეს ქალთა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩები გაიმართა. კატალონიის "ბარსელონას" გოგონები "პარი სენ-ჟერმენს" დაუპირისპირდნენ და ანგარიშით, 2-1 სძლიეს (ორი შეხვედრის ჯამში - 3-2). ასევე, "ბაიერნი" "ჩელსის" დაუპირისპირდა და ანგარიშით, 1-4 (ჯამში - 3-5) დამარცხდა.

შესაბამისად, ქალების ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს ევროპის ორი უძლიერესი კლუბი - "ბარსელონა" და "ჩელსი" დაუპირისპირდებიან.

ევროპის უპრესტიჟულესი ტურნირის ბოლო ეტაპი 16 მაისს, გიოტებორგში გაიმართება.

 

 

ავტორი: ციცი პაპუნაშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები