ოფიციალურად: მილანის ინტერი იტალიის ჩემპიონია

02 მაისი 2021

მილანის "ინტერმა" სერია A-ს 34-ე ტურში "კროტონესთან" მოგების შემდეგ (2-0), იტალიის ჩემოპიონობა ოფიციალურად გაინაღდა.

ანტონიო კონტეს შეგირდებმა მიმდინარე სეზონში უკვე 82 ქულა დააგროვეს და მეორეადგილოსან "ატალანტას" 13 ქულით უსწრებენ. შესაბამისად, დარჩენილი 4 შეხვედრის წაგების შემთხვევაშიც კი, "ნერაძურის" ჩემპიონობაში ვერავინ შეეცილება.

"ინტერმა" სკუდეტოს მოგება ბოლოს 2009/10 წლების სეზონში მოახერხა და საბოლოოდ, ტრიპლეტიც იზეიმა. აღსანიშნავია, რომ მილანურმა კლუბმა "იუვენტუსის" 9-წლიანი ჰეგემონია დაასრულა.

ასევე, საინტერესო ფაქტია, რომ "ნერაძურის" ჩილელმა ნახევარმცველმა, არტურო ვიდალმა, 2011/12 წლების სეზონის შემდეგ, შიდა ჩემპიონატის მოგება მხოლოდ ერთხელ, 2019/20 წლებში ვერ შეძლო.

33 წლის ფეხბურთელმა ხსენებული შედეგი "იუვევტნუსთან" (2011/12, 2012/13, 2013/14, 2014/15), "ბაიერნთან" (2015/16, 2016/17, 2017/18), "ბარსელონასა" (2018/19, 2019/20 - ვიცეჩემპიონი) და "ინტერთან" (2020/21) ერთად დააფიქსირა..

 

ავტორი: ციცი პაპუნაშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები