რა თანხა გადაეცა ნიკოლოზ ბასილაშვილს BMW Open-ის მოგების შემდეგ

02 მაისი 2021

მიუნხენის ATP-ი ტურის 250-იანი სერიის ტურნირის ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიოს 44-ე ჩოგანი – იან-ლენარდ შტრუფი 2 სეტში, ანგარიშით 6:4, 7:6 დაამარცხა.

ქართველმა ჩოგბურთელმა BMW Open-ის მოგებით 250 სარეიტინგო ქულა და 21 665 ევრო გამოიმუშავა. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს ჩატარებულ ტურნირთან შედარებით, წელს ჩატარებული ტურნირის საპრიზო თანხა 76%-ით იყო შემცირებული (2019 წელს გამარჯვებულმა, კრისტიან გარინმა 90 000 ევრო მიიღო).

გარდა ამისა, ნიკოლოზს საჩუქრად BMW-ს მერვე სერიის მანქანა გადაეცა.

ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში მეორე (ყატარის ღია პირველობის შემდეგ), კარიერაში კი მეხუთე ტურნირი მოიგო.

წყარო: Live.ge

მსგავსი სიახლეები

კომენტარები