საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებაა - ლუკა კაპანაძე სადებიუტო ტურნირზე იასპარეზებს

30 აპრილი 2021

ყაზანის გრანდ სლემის დაწყებამდე ერთ კვირაზე ნაკლები რჩება. ძიუდოს მსოფლიო ტურის მორიგი ღონისძიება 5-7 მაისს გაიმართება. საქართველოს ნაკრები ტურნირზე 10 მონაწილით წარდგება. გუნდის თავდაპირველ განაცხადში ცვლილებაა. გიორგი თუთაშვილის (-66 კგ.) ნაცვლად ყაზანის გრანდ სლემზე ლუკა კაპანაძე (-73 კგ.) იასპარეზებს. ეს მისთვის პირველი საერთაშორისო ტურნირია უფროსებში. სრული შემადგენლობა ასეთია: 

-60 კგ. - ლუხუმ ჩხვიმიანი
-66 კგ, - ბაგრატ ნინიაშვილი
-73 კგ. - ნუგზარ ტატალაშვილი, ლუკა კაპანაძე
-81 კგ. - ვლადიმერ ახალკაცი
-90 კგ. - ლუკა მაისურაძე
-100 კგ. - ონისე სანებლიძე
+100 კგ. - საბა ინანეიშვილი

-52 კგ. - ტატიანა ლევიცკა-შუკვანი

მთავარი მწვრთნელი - ლაშა გუჯეჯიანი

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები