სუპერ ლიგის გარეშე, კილიან მბაპესა და ერლინგ ჰოლანდის ყიდვა შეუძლებელია - ფლორენტინო პერესი

22 აპრილი 2021

მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი, ევროპის სუპერ ლიგის აუცილებლობის შესახებ საუბრობს:

"მომავალ ზაფხულში მეგატრანსფერებს ვერ ვიხილავთ. როცა მდიდარი კლუბებისგან ფული პატარა გუნდებს არ გადაეცემათ, ეს ყველას აწუხებს.

ზოგადად, სუპერ ლიგის გარეშე, კილიან მბაპესა და ერლინგ ჰოლანდის ყიდვა შეუძლებელია. არ ვფიქრობ, რომ თუ მბაპეს ვერ შევიძენ, გულშემატკივრები დამადანაშაულებენ - მათ იციან, რომ მაქსიმუმს ვაკეთებ და თუ რამე არ მოხდა, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს წარმოუდგენელია.

მიმდინარე წელს 300 მილიონი ევროთი ვიზარალეთ, რის გამოც ფეხბურთელების გაყიდვა დაგვჭირდება. არ მივიჩნევ, რომ რამე ცუდად გავაკეთე, თუმცა ხალხი ჩემზე ამბობს, რომ ფეხბურთი არ ვიცი.

2000 წელს, როცა თანამშრომლებს ხელფასიც კი არ ჰქონდათ, "რეალის" პრეზიდენტის პოსტის დაკავება მარტივი არ ყოფილა. მაგრამ, "გალაკტიკოთი" მთელი მსოფლიო შევცვალე და წელიწადში 30-40-მილიონიანი დანაკარგის მიუხედავად, ყველაფერი გამოსწორდა".

ახალი ტურნირის ოფიციალურად 18 აპრილს შეიქმნა, თუმცა ეს პროექტი კლუბების უმრავლესობამ უკვე დატოვა. შედეგად, იგი ამჟამად დაპაუზებულია.

ავტორი: ციცი პაპუნაშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები