რაიან მეისონი - ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი პრემიერ ლიგის ისტორიაში

22 აპრილი 2021

ლონდონის ''ტოტენჰემის'' მთავარი მწვრთნელი, რაიან მეისონი პრემიერ ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა თავკაცია. 

ინგლისურ კლუბში ახლადდანიშნული მეისონი 29 წლისა და 312 დღისა იყო, როდესაც პოსტზე დაინიშნა. მეისონამდე ყველაზე ახალგაზრდა თავკაცი, რომელსაც პრემიერლიგაში უმუშავია ატილიო ლომბარდო იყო. იტალიელის დებიუტი მწვრთნელის რანგში 32 წლისა და 67 დღის ასაკში შედგა. პრემიერ ლიგის ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელთა ხუთეული ასე გამოიყურება:

1. რაიან მეისონი 
2. ატილიო ლომბარდო 
3.  კრის კოულმენი 
4. ჯანლუკა ვიალი 
5. ანდრე ვილაშ-ბოაში

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები