ფიგუს პასუხი კვარაცხელიას (VIDEO)

21 აპრილი 2021

Youtube-ზე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ლეგენდარული პორტუგალიელი ფეხბურთელი - ლუიშ ფიგუ რუსეთის პრემიერ ლიგის მოთამაშეთა კითხვებს პასუხობს. ფიგუმ ხვიჩა კვარაცხელიას კითხვასაც უპასუხა.

კვარაცხელია:  : “ლუიშ ფიგუ, შენ ხარ ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც “ბარსელონადან” “რეალში” გადავიდა. როგორ გაუძელი გულშემატკივრების შეტევას?”

ფიგუ: - ''ვფიქრობ, ყველა ადამიანი განსხვავებულად რეაგირებს წნეხზე. მგონია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია, კონცენტრირდე საკუთარ საქმეზე. ეცადო, რომ განავითარო შენი შესაძლებლობები. უნდა ეცადო, რომ არ მიაქციო ყურადღება იმას, რაც პრესისაგან და ფანებისგან მოდის''

 

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები