ფედერიკო ვალვერდეს კორონავირუსი დაუდასტურდა

21 აპრილი 2021

მადრიდის ''რეალის'' ურუგვაელ ნახევარმცველს - ფედერიკო ვალვერდეს კოვიდ-19 დაუდასტურდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური საიტი ავრცელებს.

''ფედერიკო ვალვერდეს კორონავირუსი დაუდასტურდა. მის ტესტზე დადებითი პასუხი დღეს მოვიდა'' - ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში კორონავირუსი რაფაელ ვარანსა და სერხიო რამოსსაც დაუდასტურდათ.

ურუგვაელმა ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში მადრიდელთა რიგებში 27 მატჩი ჩაატარა. ვალვერდეს ანგარიშზე 3 გოლი და 1 შედეგიანი გადაცემაა.

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები