საფრანგეთის ძიუდოისტთა ოლიმპიური ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

21 აპრილი 2021

საფრანგეთის ძიუდოისტთა ოლიმპიური ნაკრების შემადგენლობა ცნობილია. გასარკვევია მხოლოდ -81 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე სპორტსმენის ვინაობა, რადგანაც ამ წონით კატეგორიაში ფრანგებს ლიცენზია ჯერჯერობით არ აქვთ. მოპოვება კი ორ სპორტსმენს - ალფა უმარ ჯალოსა და ნიკოლა შილარს შეუძლიათ. ტოკიოში 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით გასამართ პლანეტის უმნიშვნელოვანეს ფორუმზე ფრანგი ძიუდოისტები ამ შემადგენლობით გამოვლენ:

-60 კგ. - ლუკა მხეიძე
-66 კგ. - კილიან ლე ბლუში
-73 კგ. - გიუომ შეინი
-90 კგ. - აქსელ კლერჟე
-100 კგ. - ალექსანდრ იდირი
+100 კგ. - ტედი რინერი

-48 კგ. - შირინ ბუკლი
-52 კგ. - ამანდინ ბუშარი
-57 კგ. - სარა ლეონი სიზიკი
-63 კგ. - კლარის აგბენენუ
-70 კგ. - მარგო პინო
-78 კგ. - მადელინ მალონგა
+78 კგ. - რომან დიკო

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები