დასაფასებელია, რომ კლუბები შეცდომას მიხვდნენ - ალექსანდერ ჩეფერინი

21 აპრილი 2021

UEFA-ს სლოვენიელი პრეზიდენტი, ალექსანდერ ჩეფერინი ევროპის სუპერ ლიგიდან კლუბების გამოსვლით კმაყოფილია:

"გუშინ აღვნიშნე, რომ დასაფასებელია, როცა შეცდომას აღიარებ - გუნდებმა კი სწორედ შეცდომა დაუშვეს.

მიუხედავად ამისა, ისინი სწორ გზად დაუბრუნდნენ და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ჩემპიონატის გაუმჯობესებაში დაგვეხმარებიან.

ახლა მთავარია, რომ ცხოვრება ჩვეულ რეჟიმში განვაგრძოთ, კვლავ გავერთიანდეთ და წინსვლა ერთად განვაგრძოთ".

ახალი ტურნირის ინგლისურმა კლუბებმა ზეწოლის გამო დატოვეს, სხვა საკითხები კი, ჯერჯერობით, გაურკვეველია - ამჟამად, სუპერ ლიგა დაპაუზებულია.

ავტორი: ციცი პაპუნაშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები