იუვენტუსისა და მანჩესტერ იუნაიტედის ხელმძღვანელები პოსტებს ტოვებენ?

20 აპრილი 2021

ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით თანახმად, შესაძლოა, ევროპის სუპერ ლიგა დაიშალოს, რადგან ახალ ტურნირს რამდენიმე კლუბი ტოვებს და აგრეთვე, ამ საკითხზე საგანგებო შეხვედრა ამაღამ გაიმართება.

ამასთან, აღნიშნული პროექტის ჩავარდნის გამო, talkSPORT-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელი, ედ ვუდვორდი დაკავებული თანამდებობიდან გადადგა.

როგორც წყარო იტყობინება, იგივე გზას დაადგა ტურინის "იუვენტუსის" პრეზიდენტი, ანდრეა ანიელიც. აქვე უნდა აღინიშოს, რომ ამ ცნობას "ბებერი ქალბატონთან" დაახლოებული პირები უარყოფენ.

BBC-ს თანახმად, პოსტის დატოვებისკენ მადრიდის "რეალის" პრეზიდენტ ფლორენტინო პერესსაც მოუწოდებენ.

ავტორი: ციცი პაპუნაშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები