"ჩვენ ფეხბურთი გადავარჩინეთ" - ჩელსის გულშემატკივრები ზეიმობენ | ვიდეო

20 აპრილი 2021

ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით თანახმად, რამდენიმე კლუბი ევროპის სუპერ ლიგას ტოვებს, მათ შორის კი ლონდონის "ჩელსის" სახელმაც გაიჟღერა.

აღნიშნულ ტურნირს ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს, განსაკუთრებით კი ინგლისური კლუბების გულშემატკივრები აქტიურობდნენ. შესაბამისად, ახალი ამბის გაგების შემდეგ, "ბრაიტონთან" რამდენიმე წუთში გასამართი მატჩის წინ, "არისტოკრატთა" გულშემატკივრებმა ზეიმი დაიწყეს.

სოციალურ ქსელ Instagram-ზე გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ქომაგები შემდეგ სიტყვებს სკანდირებენ: "ჩვენ ფეხბურთი გადავარჩინეთ".

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by ESPN FC (@espnfc)

 

ავტორი: ციცი პაპუნაშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები