სუპერ ლიგა უქმდება? კლუბები, რომლებიც სუპერ ლიგიდან გამოსვლას აპირებენ

20 აპრილი 2021

ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით, 2 დღის წინ დაარსებულ ტურნირს, ევროპის სუპერ ლიგას "მანჩესტერ სიტი", "მანჩესტერ იუნაიტედი", "არსენალი" და "ჩელსი" დატოვებენ.

ამასთან, შესაძლოა, ზემოხსენებულ კლუბებს მადრიდის "ატლეტიკომაც" მიბაძოს. ჯერ კიდევ გარკვეული არაა "ბარსელონას" საკითხიც - ჟოან ლაპორტას განცხადებით, იგი გადაწყვეტილებას "ბარსას" წევრების ასამბლეის გარეშე არ მიიღებს.

talkSPORT-ის ცნობით, სუპერლიგის დამფუძნებელი გუნდები ამაღამ საგანგებო შეხვედრას გამართავენ, სადაც ახალი ტურნირის გაუქმების თაობაზე იმსჯელებენ.

Talksport-ის ინფორმაციით, სუპერ ლიგა ჩაიშალა.

ავტორი: ციცი პაპუნაშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები