ევროლიგის ფლეიოფი იწყება - დღეს ორი მატჩი გაიმართება

20 აპრილი 2021

დღეს, 20 აპრილს სტარტს აიღებს ევროლიგის ფლეიოფი. პირველ სათამაშო დღეს ორი მატჩი გაიმართება.

21:00-ზე ''ეფესისა'' და ''რეალის'' დაპირისპირება დაიწყება, რომლის ხილვაც Silk Sport HD2-ის პირდაპირ ეთერში იქნება შესაძლებელი.

''ანადოლუ ეფესმა'' რეგულარული სეზონი მესამე პოზიციაზე დაასრულა. ერგინ ატამანის გუნდმა ევროლიგის ეგიდით გამართული 34 მატჩიდან 22 მოიგო და 12 დათმო. თურქებმა კონტინეტის უპრესტიჟულეს ტურნირზე ჩატარებული ბოლო ხუთი მატჩიდან 3-ში იმარჯვეს, ''ეფესი'' ჩემპიონობისთვის ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია.

მადრიდის ''რეალი'' ევროლიგის რეგულარულ სეზონში მეექვსე ადგილზე გავიდა. პაბლო ლასოს შეგირდებმა ბოლო ტურებში მოპოვებული მნიშვნელოვანი გამარჯვებების ხარჯზე მოახერხეს ტურნირის ფლეიოფის საგზურის მოპოვება. მადრიდელებს ენტონი რენდოლფი ვერ დაეხმარება, რომელსაც აქილევსის მყესის ტრავმა აქვს.

Betlive.com-ი ასეთ კოეფიციენტებს გვთავაზობს: ეფესის გამარჯვება - 1.25; რეალის გამარჯვება - 4.0

სათამაშო დღის მეორე მატჩში ერთმანეთს ''მილანი'' და ''ბაიერნი'' დაუპირისპირდებიან. ეს შეხვედრაც Silk Sport HD2-ის ეთერში იქნება და სტარტს 22:45-ზე აიღებს.

''ემპორიო არმანი მილანმა'' ევროლიგის რეგულარული სეზონი მეოთხე ადგილზე დაასრულა. ეტორე მესინას გაწვრთნილმა გუნდმა 21 მატჩი მოიგო და ფლეიოფის საგზური სამი ტურით ადრე გაინაღდა. იტალიელებს საუკეთესო ოთხეულში მოხვედრის კარგი შანსი აქვთ. ძალიან გამოცდილ გუნდს ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი მწვრთნელი ჰყავს და ''არმანი'' წელს დიდი მიზნებისთვის იბრძოლებს.

მიუნხენის ''ბაიერნმა'', მეტოქის მსგავსად, რეგულარულ სეზონში 21 მატჩი მოიგო. თუმცა, გერმანელებს უარესი ბურთების სხვაობა და ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენები შედეგი აქვთ, ანდრეა ტრინკიერის გუნდი ევროლიგის მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი აღმოჩენაა და საინტერესოა, როგორ წარმოაჩენს თავს ფლეიოფში. იტალიელ თავკაცს ბიჭების ყოფილი გუნდის წინააღმდეგ გაყვანა მოუწევს. მას ზურგს ''მილანში'' მუშაობის 7-წლიანი გამოცდილება უმაგრებს. ტრინკიერი იტალიურ გუნდში ასისტენტად 1998-2004 წლებში მუშაობდა.

Betlive.com-ი ასეთ კოეფიციენტებს გვთავაზობს: ''მილანის'' გამარჯვება - 1.38; ''ბაიერნის'' გამარჯვება - 3.05

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები